28.11.2024 | 06:55
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თბილისის საკრებულოში 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე იმსჯელებენ

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის ანგარიშს მოუსმენენ და მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი მილიარდ 632 მილიონი ლარია, რაც ფინანსთა სამინისტროსგან მისაღებ ტრანსფერთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მისაღებ სესხთან ერთად, ჯამში, მილიარდ 768 მილიონ ლარს შეადგენს. დედაქალაქი ფინანსთა სამინისტროსგან 440 მილიონ ლარს, ხოლო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან 136 მილიონ ლარს მიიღებს.

როგორც დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, აღნიშნული ბიუჯეტიდან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, აღდგენისა და განვითარებისთვის გამოყოფილია 522 096 400 ლარი; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის, ექსპლუატაციისა და ავარიული შენობების გამაგრებისთვის - 243 813 700 ლარი; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით - 211 901 700 ლარი; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით - 2 029 500 ლარი; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისთვის - 38 696 300 ლარი; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიზნით - 144 160 700 ლარი; განათლების მიმართულებით - 225 917 800 ლარი; კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით - 52 531 400 ლარი; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოების მიმართულებით - 11 436 800 ლარი.

დღის გადაცემები