დღის სიახლეები
თბილისში საახალწლო აქტივობები 23 დეკემბრიდან დაიწყება
თბილისის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას ინფორმაციით, საახალწლო სოფელში აქტივობები 23 დეკემბრიდან დაიწყება.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, საახალწლო სოფელი მხოლოდ ორბელიანის მოედანსა და მიმდებარედ იქნება.
"23 დეკემბრიდან აქტივობები დაიწყება საახალწლო სოფელში, რომელიც წელს ორბელიანის მოედანსა და მიმდებარედ იქნება. მთავარი ნაძვის ხე მოეწყობა პარლამენტის წინ, ტრადიციულ ადგილზე. წელს გამოკვეთილი თემატიკა არ იქნება. საახალწლო სოფელი მოეწყობა ყველა იმ ტრადიციული აქტივობით, რაც არის სანტას სახლი, საბავშვო აქტივობები, კონცერტები და ასე შემდეგ.
31 ღამეს ტრადიციულად გალა-კონცერტი იქნება პირველი რესპუბლიკის მოედანზე", - აღნიშნავს ბასილაია.
მსგავსი
დღის გადაცემები