თბილისის მასშტაბით, ივლისში, საზაფხულო საჯარო ბაგა-ბაღები წელს არ იფუნქციონირებენ. როგორც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება დირექტორთა საკონსულტაციო საბჭომ მიიღო.
მათივე ინფორმაციით, საზაფხულო ბაღების პროექტში, ყოველწლიურად, მხოლოდ 40 ბაღია ჩართული და შესაბამისად, ბავშვთა რაოდენობა ჯგუფებში განსაკუთრებით მაღალია, კოვიდრეგულაციების ნაწილი კი კვლავ ძალაშია.
„გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნა ის ფაქტი, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ კოვიდპანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვები კვლავ ძალაშია, რის გამოც, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ წელს, ისევე, როგორც გასული ორი წლის მანძილზე, საზაფხულო ბაღების პროექტი არ განხორციელდება“, - აცხადებენ სააგენტოში.