თეა წულუკიანმა ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეს ქართველი კომისარი წარადგინა. მაგდა გურული, 2022 წლის ვენეციის 59-ე ბიენალეზე, საქართველოს ეროვნული პავილიონის სათანადოდ წარმოჩენის პროცესზე პასუხისმგებელი პირი იქნება. გამოფენაზე პავილიონის მოწყობის მიზნით, მოლაპარაკება ორ სხვადასხვა სივრცესთან დაკავშირებით მიმდინარეობს, რომელთაგანაც მხოლოდ ერთი შეირჩევა. მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, საქართველოს კულტურის სამინისტრო გამოაცხადებს კონკურსს, მომავალ წელს საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარსადგენი პროექტის შერჩევის მიზნით. მაგდა გურულმა ვრცლად ისაუბრა საკუთარ ხედვაზე და აღნიშნა, რომ ეს გამოფენა თანამედროვე ხელოვნების ფართომასშტაბიანი ფორუმია, სადაც მსოფლიოს სახელოვნებო სამყარო, ბოლო 2 წლის მანძილზე შექმნილ მნიშვნელოვან ნამუშევრებს და თანამედროვე ტენდენციებს აჩვენებს.
დღის სიახლეები
თეა წულუკიანმა ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეს ქართველი კომისარი წარადგინა [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები