24.11.2024 | 20:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თეთრი სახლი: "ბაიდენის და შოლცის შეხვედრის მთავარი საკითხი უკრაინის ომი იქნება"

3 მარტს ვაშინგტონში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შეხვედრის მთავარი თემა ომი იქნება. ამის შესახებ ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კომუნიკაციების დირექტორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

"დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინის ომი იქნება მთავარი განხილვის თემა. ეს მისცემს პრეზიდენტ ბაიდენს კიდევ ერთ შანსს, მადლობა გადაუხადოს კანცლერს და გერმანელ ხალხს იმ მხარდაჭერისთვის, რაც მათ უკრაინას გაუწიეს", - აცხადებს ჯონ კირბი.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს 3 მარტს ვაშინგტონში შეხვდება.

ეს არის შოლცის პირველი ვიზიტი თეთრ სახლში 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

დღის გადაცემები