დღის სიახლეები
თეთრი სახლი - კომპანია JBS-ის წინააღმდეგ კიბერთავდასხმა, სავარაუდოდ, რუსეთიდან განახორციელეს [ვიდეო]
მსოფლიოს უმსხვილესი ხორცის გადამამუშავებელი ბრაზილიური კომპანია JBS-ის ფილიალებზე გამოძალვის მიზნით კიბერშეტევა განხორციელდა. ჰაკერებმა კომპანიის კომპიუტერულ სისტემაზე კონტროლის მოპოვება მოახერხეს, რის გამოც ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში კომპანიის ფილიალებში ხორცის წარმოება შეჩერდა. სერვერებზე კონტროლის აღდგენის სანაცვლოდ ჰაკერებმა კომპანიას გამოსასყიდის სახით თანხა მოსთხოვეს, რომლის ოდენობაც არ სახელდება. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ჰაკერთა დანაშაულებრივი დაჯგუფება რუსეთშია ბაზირებული. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ვაშინგტონშიც გაკეთდა. თეთრი სახლის პრესსპიკერის კარინ ჟან-პიერის თქმით, შეერთებული შტატები რუსეთის მთავრობას დაუკავშირდა, ხოლო ფაქტს გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებს.
მსგავსი
დღის გადაცემები