26.11.2024 | 16:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თეთრი სახლი - "რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს უკრაინას"

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ-ჟან პიერმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებამ შეიძლება შეასუსტოს უკრაინის მხარდაჭერა და ზიანი მიაყენოს ჰუმანიტარულ ძალისხმევას.

"რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას შესაძლოა არასასურველი შედეგები მოჰყვეს უკრაინისა და მსოფლიოსთვის. მაგალითად, ჰუმანიტარული ექსპერტებისა და ორგანიზაციების აზრით, რომლებთანაც ჩვენ ვისაუბრეთ, ამან შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს უკრაინის ცალკეულ ოლქებში დახმარების მიწოდებაზე", - აღნიშნა კარინ-ჟან პიერმა.

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ვაშინგტონის ასეთმა ნაბიჯმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ჰუმანიტარულ ძალისხმევას სურსათის ექსპორტის გასაადვილებლად და გაართულოს "მარცვლეულის გარიგების" განხორციელება.

"ჩვენ უკვე დავაწესეთ მკაცრი შეზღუდვები, რომელიც შეესაბამება რუსეთის ტერორიზმის სპონსორად გამოცხადების დონეს. ჩვენი სანქციები, საექსპორტო კონტროლი და ზომები რუსეთის გლობალური ეკონომიკიდან შემდგომი იზოლაციისთვის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს", - განაცხადა მან.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთი არ უნდა იყოს აღიარებული ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ.

დღის გადაცემები