თეთრი სახლი ადასტურებს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სახლში გასაიდუმლოებული საბუთების აღმოჩენას. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი რიჩარდ საუბერი ავრცელებს.
კერძოდ, მან აღნიშნა, რომ გასაიდუმლოებული საბუთების მეორე კომპლექტი პრეზიდენტ ბაიდენის იურისტებმა დელავერის შტატ ქალაქ ვილმინგტონში პრეზიდენტის ფარეხში აღმოაჩინეს.
"იურისტებმა პირად და პოლიტიკურ საბუთებს შორის ობამა-ბაიდენის ადმინისტრაციის დროინდელი დამატებითი საბუთების მცირე რიცხვი აღმოაჩინეს გასაიდუმლოებულის გრიფით.
ერთის გარდა ყველა საბუთი პრეზიდენტის ვილმინგტონის რეზიდენციის გარაჟში იქნა აღმოჩენილი. ერთი გვერდისგან შემდგარი ერთი საბუთი მომიჯნავე ოთახში შენახულ მასალებს შორის იქნა აღმოჩენილი", - თქვა საუბერმა.
მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია სრულიად თანამშრომლობს გამოძიებასთან, რათა საბუთების გადაცემა სათანადოდ მოხდეს.