დღის სიახლეები
თეთრიწყაროს მერია - წმინდა გიორგის წმინდა ნაწილებს საქართველოში, ქვემო ქართლის რეგიონში პირველად დააბრძანებენ
29 ოქტომბერს, ქვემო ქართლის რეგიონში, ქართველებისთვის გამორჩეული წმინდანის, წმინდა გიორგის ხელის მტევნის წმინდა ნაწილები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სიონის ტაძარში დაბრძანდება.
თეთრიწყაროს მერიის ინფორმაციით, 29 ოქტომბერს, 17:00 საათზე, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი მეუფე ანანია ჯაფარიძე, ეპარქიის სასულიერო პირებთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მრევლთან ერთად სიონის ტაძარში დახვდება სიწმინდეებს და აღავლენს ლოცვას.
30 ოქტომბერს საზეიმო წირვა აღევლინება მანგლისის წმინდა პეტრეს და პავლეს ტაძარში, სადაც აღნიშნული სიწმინდეები საბოლოოდ დაიდებს ბინას.
წმინდა გიორგის ნაწილები ათონის მთის კუტლუმუშის მონასტრიდან, სწორედ მონასტრის წინამძღვარმა, კირილმა ჩამოაბრძანა საქართველოში.
მსგავსი
დღის გადაცემები