დღის სიახლეები
თეთრმა სახლმა 5-დან 11 წლამდე ბავშვების Pfizer-ის ვაქცინით აცრის გეგმა წარადგინა [ვიდეო]
თეთრმა სახლმა 5- დან 11 წლამდე ბავშვების Pfizer-ის ვაქცინით აცრის გეგმა წარადგინა. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათი მიზანია ამერიკაში რაც შეილება მალე აიცრას 28 მილიონი ბავშვი, რათა ქვეყანაში ვირუსის გავრცელება შეჩერდეს. „მილიონობით მშობელს სურს ვაქცინაცია მათი შვილების ასაკობრივი კატეგორიისთვისაც იყოს დასაშვები. მზად ვიქნებით, ვაქცინაცია დავიწყოთ, როგორც კი დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი საბოლოო რეკომენდაციას გასცემს“, - ნათქვამია განცხადებაში. თეთრი სახლის ინფორმაციით, მათ უკვე მზად აქვთ Pfizer-ის 15 მილიონი დოზა, რომლებიც ბავშვების ვაქცინაციისთვისაა განკუთვნილი.
მსგავსი
დღის გადაცემები