27.11.2024 | 18:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი დააკავეს, რომელთა შორისაც საქართველოს, უკრაინის, ყაზახეთისა და რუსეთის მოქალაქეები არიან

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე და რეალიზატორი დააკავეს.

როგორც კუპატაძე განმარტავს, საუბარია, სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებებზე, მათ შორის, ჰეროინსა და კოკაინზე.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს ნარკოდანაშაულისა და ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. დღეს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიმდინარეობს ღონისძიებები თბილისში, ბათუმსა და სხვადასხვა ქალაქებში, დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე და რეალიზატორი. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები დიდი რაოდენობით და ასევე, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. ეს ადამიანები ქვეყანაში ნარკოტიკების სხვადასხვა გზით შემოტანას ახდენდნენ. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ისე უკრაინის, ყაზახეთისა და რუსეთის მოქალაქეები. ისინი მოსამართლის განჩინების საფუძველზე არიან დაკავებულები. ასევე, არსებობს ფარული ვიდეოჩანაწერები და ყველა ის მტკიცებულება, რაც მათი დაკავების საფუძველი გახდა," - განაცხადა კუპატაძემ.

ცნობისთვის, დღეს დილიდან თბილისში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში სპეცოპერაცია მიმდინარეობდა. ნარკოდამნაშავეები დააკავეს ფონიჭალაშიც.

დღის გადაცემები