25.11.2024 | 02:00
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თემურ წიკლაური უკანასკნელ გზაზე გააცილეს [ვიდეო]

თემურ წიკლაური დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს. თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს დამსახურებული სახალხო არტისტი და ღირსების ორდენის კავალერი 75 წლის ასაკში კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა. ყველასათვის საყვარელი მომღერალი ლურჯი მონასტრიდან გამოასვენეს. თემურ წიკლაურისთვის პატივის მისაგებად სამოქალაქო პანაშვიდზე მისი მეგობრები, ოჯახის წევრები და თაყვანისმცემლები შეიკრიბნენ.  

  გამორჩეული ხმის ტემბრი  და საშემსრულებლო სტილი თემურ წიკლაურის მთავარი მახასიათებელი იყო, რის გამოც მსმენელმა განსაკუთრებულად შეიყვარა. ანსამბლ "ივერიის" სოლისტმა სცენაზე 50 წელზე მეტი გაატარა, მის სახელზე ორასამდე შესრულებული კომპოზიციაა. სახალხო აღიარება მომღერალს ანსამბლმა "ივერიამ" მოუტანა, რომელიც მისთვის მეორე ოჯახი იყო. მომღერლის საშემსრულებლო კარიერა "ციცინათელაში" დაიწყო.

მომღერლის ხმის ტემბრი იმდენად ინდივიდუალური იყო, რომ კომპოზიტორები მისთვის საგანგებოდ ქმნიდნენ სიმღერებს.

დღის გადაცემები