24.11.2024 | 21:24
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თომა ხაბეიშვილი - "პატრიოტთა ალიანსი" პირველი პარტიაა, რომელიც გამარჯვებისკენ სწორი ხედვებით მიისწრაფვის!"
"პატრიოტთა ალიანსის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი თომა ხაბეიშვილი სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ ჩატარებულ ცრუ კვლევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმს, რომელიც ადამიანებს აწამებდა და ათასობით ოჯახი გააუბედურა, არარეალურია, ჰქონდეს 15 და 20%. ხაბეიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ხელს უწყობს "ნაციონალური მოძრაობის" ტყუილს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" გაყალბებისთვის ემზადება. თომა ხაბეიშვილის თქმით, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" პირველი პარტიაა, რომელიც გამარჯვებისკენ სწორი ხედვებით მიისწრაფვის!"
"ჩვენ ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს მედია საშუალებებსა და სოციალურ ქსელებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არიან მედია საშუალებები, რომლებიც ცრუ კვლევებს ატარებენ და შემდგომ აქვეყნებენ. ისინი ერთ და ორპროცენტიან პარტიებს უწერენ 15 და 20%-ს. ეს ყველაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება გაყალბებისთვის ემზადება. როგორ შეიძლება რეჟიმს, რომელიც ადამიანებს აწამებდა, გააუბედურა ათასობით ადამიანის ცხოვრება, მათი ოჯახები - ამ ადამიანებს ჰქონდეთ 15 და 20%?! ეს ხომ არარეალურია! ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს ხალხთან ურთიერთობა და ეს ადამიანები რადიკალურად არიან განწყობილნი იმ ხალხის მიმართ, რომლებიც ცრუ კვლევებს ატარებენ. ამ ადამიანებს ახსოვთ ის, თუ რა ხდებოდა რამდენიმე წლის წინ და რა პირობებში უწევდათ ცხოვრება. ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლება ხელს უწყობს "ნაციონალური მოძრაობის" ტყუილს, მაგრამ აუცილებელია, "ქართულმა ოცნებამ" თქვას, რომ ეს კვლევები არის ტყუილი. ჩვენ გვაქვს აუდიოჩანაწერები, გამოკითხული გვყავს ქართველი მოსახლეობა და ჩვენს პარტიას დიდი ხანია აქვს დადებული ის რეალობა, რაც სინამდვილეში ქვეყანაშია. აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" პირველი პარტიაა, რომელიც გამარჯვებისაკენ ჭეშმარიტად და, რაც მთავარია, სწორი ხედვებით მიისწრაფვის!"
დღის გადაცემები