თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისა და მოძრაობა "ბრძოლა განათლებისთვის" ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის ორგანიზატორებმა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიეში ბანერები წარწერით: "ბრძოლა განათლებისთვის" და "ღირსეული საცხოვრებელი სტუდენტებს" გამოფინეს და ოთხი მთავარი მოთხოვნა წამოაყენეს.
სტუდენტების მოთხოვნებია: 1. უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შერვაშიძის გადადგომა და რექტორის, არჩევნების წესის შეცვლაა. 2. ფინალური გამოცდების ფორმატის ცვლილება და გამოცდების ონლაინ ფორმატში ჩაბარება. 3. საერთო საცხოვრებლის მშენებლობა, რომელიც სახელმწიფო ხარჯებით უნდა აშენდეს. 4. ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ეკატერინე მაისურაძის განცხადებით, სტუდენტების არცერთი მოთხოვნა ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა და უნივერსიტეტის რექტორს სტუდენტების ინტერესები არ ამოძრავებს, შესაბამისად, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ მისი გადადგომაა.