დღის სიახლეები
თურქეთი ემანუელ მაკრონის განცხადებას დაუშვებლად მიიჩნევს [ვიდეო]
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ემანუელ მაკრონის განცხადებას თურქეთის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო ჩარევაზე დაუშვებლად მიიჩნევს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, თურქეთს საფრანგეთის საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებით სხვა საზრუნავი არ აქვს, გარდა საფრანგეთში მცხოვრები თითქმის 800 000 თურქის კეთილდღეობა და ბედნიერებაა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ როდესაც თურქეთი ცდილობს დაასრულოს დაძაბულობა და მეგობრული ურთიერთობა აღადგინოს, მაკრონის განცხადება სამწუხარო და შეუსაბამოა. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განაცხადებით, თურქეთი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდება.
მსგავსი
დღის გადაცემები