დღის სიახლეები
თურქეთის ხელისუფლება პროთურქული პარტიის აკრძალვას გეგმავს [ვიდეო]
თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური, პროქურთული „ხალხთა დემოკრატიის პარტიის“ აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა დაიწყო. 850 გვერდიანი საბრალდებო დასკვნით სასამართლოს თურქეთის გენერალურმა პროკურატურას მიმართა. პროკურატურის მტკიცებით პარტიის ზოგიერთი წევრის მიმართვები სახელმწიფოსა და ხალხის გახლეჩისკენ იყო მიმართული. გასულ კვირას იზმირში, პარტიის ოფისში უცნობი მამაკაცის მიერ ატეხილ სროლას პარტიის თანამშრომელი ემსხვერპლა. დღეის მდგომარეობით „ხალხთა დემოკრატიის პარტიის“ წევრები და მომხრეები, მათ შორის პარტიის თანათავმჯდომარე სელაჰატინ დემირტაში ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით თურქეთის ციხეებში იმყოფებიან. 2018 წელს, საპარლამენტო არჩევნებისას პარტიას მხარი ამომრჩეველთა 12%-მა დაუჭირა.
მსგავსი
დღის გადაცემები