ხანძარმა თურქეთში, მუღლის პროვინციაში მდებარე თბოელექტროსადგურამდე მიაღწია, რის გამოც თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.
ტერიტორიის დატოვებამდე თბოელექტროსადგურის თანამშრომლებმა წყალბადით სავსე ავზები დაცალეს. თურქეთში ტყის ხანძრებს ერთ კვირაზე მეტია ებრძვიან, დაღუპულია 8 ადამიანი, დამწვარია ტყის საფარის დიდი ნაწილი, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მინისტრის განცხადებით, თურქეთმა 167 ხანძარი წარმატებით ჩააქრო, დარჩენილი 16 ხანძრის ჩასაქრობად სამხრეთ-დასავლეთ თურქეთის შვიდ პროვინციაშიდა სახანძრო ბრიგადები მუშაობენ. პოლიცია და დაზვერვა ქვეყანაში ხანძრების გამომწვევ მიზეზებს იძიებს. პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ეროვნული კატასტროფა შესაძლოა "მოღალატეების" მიზანმიმართული ქმედებების შედეგი იყოს. ამავდროულად, ექსპერტები მასიურ ხანძრებს უკიდურესად მაღალ ტემპერატურას უკავშირებენ, ასევე ხელისუფლების დაგვიანებულ გადაწყვეტილებას სხვა სახელმწიფოების დახმარება მიეღოთ.