24.11.2024 | 21:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
იაგო ხვიჩია: "დიდი ხანია ხელი მაქვს ჩაქნეული, რომ ჩემი კოლეგები პოლიტიკურ პროცესს დაძრავენ, ამიტომ ქართველი ხალხის ნაბიჯებს ველოდები, როდის დასვამენ მათ ე.წ. ლაფატკაზე და გააბრძანებენ ამ შენობიდან"

ჩემს კოლეგებზე დიდი ხანია ხელი მაქვს ჩაქნეული, რომ პოლიტიკურ პროცესს დაძრავენ, ამიტომ ქართველი ხალხის ნაბიჯებს ველოდები, როდის დასვამენ ე.წ. ლაფატკაზე ჩემს კოლეგებს და გააბრძანებენ ამ შენობიდან,- ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, შესრულდება თუ არა კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 რეკომენდაცია, ეს დამოკიდებულია იმაზე, შეიცვალა თუ არა რაიმე „ქართულ ოცნებაში", რომელსაც რუსული კანონის მიღება არ გაუვიდა.

„ჩვენ ვნახეთ, რა შეასრულა "ქართულმა ოცნებამ", როგორ შეასრულა და ისიც ვნახეთ, რა არ ჩაითვალა შესრულებულად. ამიტომ ჩვენ დავაკვირდებით რას გააკეთებენ ჩვენი კოლეგები. სამუშაო ჯგუფებში ჩვენ უკვე ვიყავით ჩართული, ამიტომ დავაკვირდეთ იმ ხალხს, ვინც არ ყოფილა ჩართული, რას გააკეთებენ. შესრულდება თუ არა 12 პუნქტი, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამე შეიცვალა თუ არა "ქართულ ოცნებაში." ვიცით, შეიცვალა ის, რომ არ გაუვიდათ რუსული კანონის მიღება. ახლა შეეცდებიან, გადადგან ამერიკული ნაბიჯები თუ ახალ-ახალ რუსულ კანონებს შემოგვაშველებენ, ამას დრო გვაჩვენებს. მე ჩემს კოლეგებზე დიდი ხანია ხელი მაქვს ჩაქნეული, რომ პოლიტიკურ პროცესს დაძრავენ, ამიტომ ქართველი ხალხის ნაბიჯებს ველოდები, როდის დასვამენ ე.წ. ლაფატკაზე ჩემს კოლეგებს და გააბრძანებენ ამ შენობიდან, რომ ახალი ე.წ. ზამენა შემოვიდეს და უფრო ხარისხიანად შევძლოთ თანამშრომლობა”, - განაცხადა ხვიჩიამ.

დღის გადაცემები