ყველა ეს მიზეზი არის აბსურდული. ქალბატონი ნაზი ჯანეზაშვილი დღეს აქ უნდა მოვიდეს და უნდა უპასუხოს "ქართული ოცნების" შეკითხვებს. ეს არის დღეს ობიექტურად ყველაზე საინტერესო ნაზი ჯანეზაშვილთან, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა და ომბუდსმენობის კანდიდატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, ჯანეზაშვილი სულ იყო ოპონენტი და სულ აკრიტიკებდა "ქართულ ოცნებას" და დღეს "ქართულ ოცნებას" აქვს საშუალება დასვას შეკითხვები მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რაც საინტერესოა ადამიანებისთვის.
"რაც შეეხება იმას, რომ მე კითხვებს ვსვამდი, ბატონმა მიშა სარჯველაძემ ამასთან დაკავშირებით მოიფიქრა შესანიშნავი გამოსავალი და მე შემომთავაზა, რომ ყველა კანდიდატს, ჩემს კონკურენტს, ჰქონოდა საშუალება ჩემი გამოსვლის დროს კითხვები დაესვა. მე ამაზე თანხმობა გავეცი და შესაბამისად ეს თემა ამოიწურა" - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატმა ნაზი ჯანეზაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატების შესარჩევ გასაუბრებაში მონაწილეობაზე უარს ამბობს, თუმცა კანდიდატურას არ ხსნის.