24.11.2024 | 20:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
იაროსლავ კაჩინსკიმ პოლონეთის ვიცე-პრემიერის თანამდებობა დატოვა

პოლონეთის მმართველი პარტიის "კანონი და სამართალი" ლიდერმა და ქვეყნის ვიცე-პრემიერმა იაროსლავ კაჩინსკიმ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

"ამ დროისთვის მთავრობაში არ ვარ. მე უკვე მივმართე პრემიერს შუამდგომლობით და ის დაკმაყოფილდა. როგორც ვიცი, ასევე პრეზიდენტმაც მოაწერა ხელი", - განაცხადა კაჩინსკიმ.

მედიის ცნობით, კაჩინსკიმ, რომელიც ასევე იყო მთავრობის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, განაცხადა, რომ მას თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშჩაკი შეცვლის.

ამასთან, კაჩინსკიმ განაცხადა, რომ მას სურდა სამთავრობო თანამდებობების დატოვება, რათა ყურადღება მმართველი პარტიის მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებაზე გადაიტანოს.

"გადავწყვიტე, რომ კონცენტრირების მოხდენა საჭიროა ისეთ რაიმეზე, რაც პოლონეთის მომავლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მე ჩემს როლს გადაჭარბებულად არ ვაფასებ, მაგრამ... პარტიამ ძალა უნდა აღიდგინოს, რადგან მსოფლიოში ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის მნიშვნელოვანი დრო ახლოვდება", - აღნიშნა კაჩინსკიმ.

დღის გადაცემები