დღის სიახლეები
იენს სტოლტენბერგის განცხადებით გავლენის სფეროების ხანა დასრულდა [ვიდეო]
„რუსეთთან ნებისმიერი დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს ევროპის უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს და ნატო-ს შეშფოთებას რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით. ეს უნდა მოხდეს ნატო-ს ევროპელ პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინასთან კონსულტაციით“ - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლაე ჩიუკასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო ყოველთვის მტკიცედ უპასუხებს ალიანსის უსაფრთხოების წინაშე მდგარ ნებისმიერ საფრთხეს, საჭიროების შემთხვევაში კი გააძლიერებს კოლექტიური თავდაცვის პოზიციებს.
მსგავსი
დღის გადაცემები