აღმოსავლეთ იერუსალიმში პალესტინელებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებების შედეგად 120-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მომიტინგეები აპროტესტებენ პალესტინელების შესაძლო განდევნას არაბული უბნიდან, შეიხ ჯარაჰიდან, რომელიც ძველი ქალაქიდან დაახლოებით ორ კილომეტრში მდებარეობს. ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის შეტაკებები ორი დღის წინ დაიწყო, ტაძრის მთის მახლობლად, შეიხ ჯარაჰის რაიონში, საიდანაც ისრაელის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, არაერთი არაბი ოჯახი უნდა გაასახლონ. ვითარება დაძაბულია მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზეც, სადაც პარასკევს პალესტინელებმა ისრაელის სამხედრო ბაზას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი პალესტინელი დაიღუპა, სამი კი - მძიმედ დაიჭრა. შემთხვევის შემდეგ ისრაელის არმიამ დასავლეთ სანაპიროზე დამატებითი საბრძოლო ჯარები გაგზავნა. ისრაელის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პალესტინელების გასახლების შესახებ გადაიდო. მინისტრთა კაბინეტის ამჟამინდელმა მეთაურმა ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ არ მისცემს უფლებას რადიკალებს, ქალაქში სიმშვიდე დაარღვიონ.
დღის სიახლეები
იერუსალიმში შეტაკებები გრძელდება [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები