27.11.2024 | 09:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ივნის-ივლისში მართვის მოწმობის გამოცდა რეალურ მოძრაობაში 1341-მა პირმა ჩააბარა

ივნის-ივლისში მართვის მოწმობის გამოცდა რეალურ მოძრაობაში 1341-მა პირმა ჩააბარა. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროსსტატისტიკური მონაცემების თანახმად, ივნისში მართვის მოწმობა 556 ადამიანზე გაიცა, ხოლო ივლისში 785-ზე.

რაც შეეხება მაისის თვის მონაცემებს, მართვის მოწმობის გამოცდა 2269-მა პირმა ჩააბარა, თუმცა მართვის მოწმობის აღების მსურველი პირების ნაწილი გამოცდაზე ძველი, ხოლო ნაწილი ახალი სისტემით გავიდა.

შეგახსენებთ, რომ "B" და "BE" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი მიმდინარე წლის 25 აპრილიდან გახდა. პირველი ეტაპი კვლავ დახურულ მოედანზე ტარდება, ხოლო მეორე ეტაპი - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე, თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში გავიდეს, ხოლო პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთან, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაინტერესებული პირი დაიშვება (პირველადი გასვლა) პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღისა.

დღის გადაცემები