დღის სიახლეები
ილონ მასკის განცხადებით, დონალდ ტრამპის ანგარიში Twitter-ში აღდგენილია
Twitter-ის ახალი მფლობელის, ილონ მასკის განცხადებით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში სოციალურ ქსელში აღდგენილია.
მედიის ცნობით, თეთრი სახლის ყოფილი ლიდერისთვის Twitter-ის ანგარიშის აღდგენამდე, მასკმა ონლაინ გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც Twitter-ის მომხმარებლებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნულ ნაბიჯს.
"ხალხმა საკუთარი აზრი დააფიქსირა", - დაწერა მასკმა "ტვიტერზე" და დასძინა, რომ Twitter-ის 15 მილიონზე მეტი მომხმარებლის 51,8%-მა ხმა ტრამპისთვის აკრძალვის გაუქმებას მისცა.
თუმცა, როგორც მედია წერს, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი შესაძლოა არ დაბრუნდეს Twitter-ის პლატფორმაზე, რადგან მან ადრე განაცხადა, რომ ამისთვის ვერანაირ მიზეზს ვერ ხედავს.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპს Twitter-ის ანგარიში 2021 წელს შეუჩერეს ძალადობის წაქეზების რისკის გამო.
მსგავსი
დღის გადაცემები