დღის სიახლეები
ილჰამ ალიევი ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებას გამორიცხავს
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, ამ ეტაპზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებას გამორიცხავს. ალიევის თქმით, მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში სომხეთის პრემიერთან ბევრი შეხვედრა ჰქონდა, თუმცა ეს შეხვედრები უსარგებლო და უშედეგო იყო.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ ფაშინიანი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად მუშაობისთვის მზადყოფნას აცხადებდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი გააკეთა მოლაპარაკების პროცესის შესაფერხებლად. ალიევის აზრით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებისთვის სწორი ფორმატი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იქნება.
მსგავსი
დღის გადაცემები