დღის სიახლეები
ილჰამ ალიევი: "ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა უნდა მიიღონ აზერბაიჯანის მოქალაქეობა, ან დატოვონ ტერიტორია"
მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა უნდა მიიღონ აზერბაიჯანის მოქალაქეობა, ან დატოვონ რეგიონი. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა AzTV-ის ეთერში განაცხადა.
"ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა ან აზერბაიჯანის მოქალაქეობა უნდა მიიღონ, ან სხვა საცხოვრებელი ადგილი იპოვონ", - განაცხადა ალიევმა.
მისივე თქმით, ბაქო აპირებს უახლოეს მომავალში ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის დასრულების მიზნით.
მსგავსი
დღის გადაცემები