დღის სიახლეები
ინდოეთი დღეს და ხვალ "დიდი ოცეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს, რომელსაც სერგეი ლავროვიც დაესწრება
ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში 1-2 მარტს "დიდი ოცეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება.
მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხები რუსეთის ომი და აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული დაძაბულობა იქნება.
შეხვედრაზე დასასწრებად ნიუ-დელიში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც ჩავიდა.
"დიდი ოცეულის" შეხვედრას დაესწრებიან აშშ -ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ჯეიმზ კლევერლი, ჩინეთის საგარეო მინისტრი, ცინ განი და სხვა. საერთო ჯამში, ნიუ-დელის შეხვედრას დაესწრებიან 40 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის "დიდი ოცეულის" არაწევრი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც მასპინძელმა ქვეყანამ, ინდოეთმა მიიწვია.
მსგავსი
დღის გადაცემები