დღის სიახლეები
ინდონეზიის პრეზიდენტი G20-ის სამიტზე: "არ უნდა დავუშვათ, მსოფლიო კიდევ ერთ ცივ ომში გადაეშვას"
ინდონეზიის პრეზიდენტმა და G20-ის თავმჯდომარემ ჯოკო ვიდოდომ დიდი ოცეულის სამიტი გახსნა და მსოფლიო ლიდერებს მიმართა.
ჯოკო ვიდოდომ მსოფლიო ლიდერებისადმი მიმართვაში თქვა, რომ უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს.
"თუ ომი არ დამთავრდება, გაგვიჭირდება წინსვლა. ჩვენ არ უნდა დავყოთ სამყარო ნაწილებად. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ მსოფლიო კიდევ ერთ ცივ ომში გადაეშვას", - განაცხადა ვიდოდომ.
აღსანიშნავია, რომ ინდონეზიის კუნძულ ბალიზე "დიდი ოცეულის" სამიტი გაიხსნა. სამიტზე განსახილველი მთავარი საკითხია გლობალური ეკონომიკა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მსგავსი
დღის გადაცემები