24.11.2024 | 20:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირაკლი ზარქუა : "უსამშობლო ადამიანების რამე კატეგორია თუ არსებობს, ასეთია ალბათ არახამია, რომელიც ქართველებს რუსულად გველაპარაკება, ოკუპანტების ენაზე"

"თუ უსამშობლო ადამიანების რამე კატეგორია არსებობს, ასეთია ალბათ არახამია, რომელიც ქართველებს რუსულად გველაპარაკება, ოკუპანტების ენაზე" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, არახამია საგარეო მიმართულებით არის "ნაცაქტივისტი", რომლის ინტერესია, ეს ქვეყანა რამენაირად ომში იყოს ჩართული.

"მისი პატრიოტიზმის ვის სჯერა? საგარეო მიმართულებით ის არის "ნაცაქტივისტი", რომლის ინტერესია, ეს ქვეყანა რამენაირად ომში იყოს ჩართული და რევოლუცია გამოვიდეს, რომ შემდეგ მათი ბელადი, პატიმარი სააკაშვილი გადატრიალებით ხელისუფლებაში მოვიდეს. ვწუხვარ, რომ უკრაინელი ხალხი და უკრაინული სახელმწიფო არახამიასნაირ ტიპებს ალაპარაკებს. უკრაინელი ხალხი ჩვენი მოძმე ხალხია და მათი ერთიანობისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, ეტყობა, ხოშტარიას დაფინანსება გაუზარდეს რუბლებში რუსეთიდან. შესაბამისად, ახალი დაკვეთა მიიღო, რომ ლილუაშვილი და გომელაური დასანქცირდნენ. ეს ადამიანები უზრუნველყოფენ მშვიდობას, წესრიგს ქვეყანაში და ქვეყანა რევოლუციის გარეშე ვიყარდება. რაც არ უნდა მცდელობა ჰქონდეს ხოშტარიებს, არახამიებს, მათ ლობისტებს, არ გამოუვათ, საქართველო ომში არ ჩაერთვება, ქვეყანად განვითარება სჭირდება და საქართველო წლის ბოლოს სტატუსს მიიღებს", - განაცხადა ზარქუამ.

დღის გადაცემები