24.11.2024 | 23:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირაკლი კობახიძე - გიორგი გახარია, 20 ივნისის ღამეს შეთქმულების თანამონაწილე იყო [ვიდეო]

როგორ გადაიქცა კრიზის-მენეჯერი გახარია შეთქმულების მონაწილე პრემიერად და რა ბრალდებებს უყენებს მას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე. 

საკანონმდებლო ორგანოში, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების გარდა, აქტუალური იყო ყოფილი პრემიერის მიმართ გაკეთებული განცხადებები. პოლიტიკოსების განსჯის საგანი ირაკლი კობახიძის ბრალდებები გახდა. მმართველი პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, ერთ-ერთ გადაცემაში ირწმუნებოდა, რომ  გიორგი გახარია, 20 ივნისის ღამეს შეთქმულების თანამონაწილე იყო. რატომ დააწინაურეს შეთქმული გახარია, რატომ ჩააბარეს მას პრემიერ-მინისტრის პოსტი და რატომ მოიხსენიებდნენ მას "ქართულ ოცნებაში" კრიზის მენეჯერად, კობახიძე გუნდურობის პრინციპით ხსნის. კობახიძის უცნაური ფერისცვალება ამით არ დასრულებულა. მან ქვეყნის ყოფილი მმართველი ხან ბიზნესის მფარველობაში დაადანაშაულა და ახანაც ეკონომიკურ კრიზისში. საინტერესოა როდის იტყუებოდა კობახიძე, მაშინ, როდესაც ოპოზიციაში გადაბარგებულ გახარიას ამხელდა თუ მაშინ, როდესაც ამჟამინდელ კრიტიკის მთავარ ობიექტს ყველა მნიშვნელოვანი პოსტი ანდო. ირაკლი კობახიძის ლოგიკისგან დაცლილმა განცხადებებმა, უხერხულ მდგომარეობაში მისი თანაგუნდელებიც კი ჩააგდო.

გარეშე ძალებს "ქართულ ოცნებასა" და გახარიას გუნდს შორის მიმდინარე ცხარე დაპირისპირების არ სჯერათ. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ეს კარგად გათამაშებული სცენარია.  

დღის გადაცემები