24.11.2024 | 19:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირაკლი კობახიძე: "ნაცმოძრაობამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ომი სააკაშვილმა დაიწყო - გვაქვს სერიოზული კითხვის ნიშნები, რატომ ჩაწერეს მათ ეს ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რა იყო ამ ღალატის მიზეზი"

"ნაცმოძრაობამ" ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ომი დაიწყო სააკაშვილმა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ, ბუნებრივია, გვაქვს სერიოზული კითხვის ნიშნები, რატომ ჩაწერეს მათ ეს ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რა იყო ამ ღალატის მიზეზი - ასეც და ისეც ეს, ბუნებრივია, ღალატია,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ხალხის ძალის" განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიხედვითაც სააკაშვილის განთავისუფლების მიზანი 2008 წლის ომის დანაშაულზე ხელის დაფარებაა.

საუბარია განცხადებაზე, რომლშიც ხალხის ძალა აცხადებს, რომ "როგორც ჩანს, სააკაშვილის პატრონებს ან შანტაჟის ეშინიათ ან ისინი აგვისტოს ომის გამო სააკაშვილისგან სერიოზულად არიან დავალებული".

როგორც კობახიძემ აღნიშნა, 2008 წლის ომთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს.

"კითხვა არსებობს დაწყებული იმით, თუ როგორ მოხდა ამ პროცესების ინიცირება, მაგალითად, კოდორის ხეობასთან რატომ გააკეთეს ეს ყველაფერი. რატომ მიიღეს კანონი, რომლითაც აღდგა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები, რატომ ჩატარდა ალტრნატიული არალეგიტიმური არჩევნები ცხინვალის რეგიონში და ეს ყველაფერი საბოლოოდ დაგვირგვინდა სხვა ავანტურისტული ნაბიჯებით. ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამას ემატება ჩადენილი ღალატი, რაც არის დოკუმენტირებული - ეს არის ევროსაბჭოს რეზოლუცია, სადაც ეწერა, რომ ქართულ ჯარს თითქოს ჰქონდა ჩადენილი სამხედრო დანაშაულები. ყველაფერი გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ „ნაცმოძრაობის“ მოღალატეობრივი ჩანაწერის მიუხედავად, ხელმოწერილი დოკუმენტის მიუხედავად, დაგვემტკიცებინა სტრასბურგშიც და ჰააგაშიც, რომ ქართულ ჯარს არავითარი დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი 2008 წლის ომის დროს, პირიქით, ჩვენი სამხედროები გმირულად იბრძოდნენ 2008 წელს და არავითარი სამხედრო დანაშაული მათ არ ჰქონდათ ჩადენილი, რაც დააბრალა „ნაცმოძრაობამ“ იმ დოკუმენტზე ხელმოწერით. მაგრამ იმ დოკუმენტში წერია მეორე რამ, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი. „ნაცმოძრაობამ“ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ომი დაიწყო სააკაშვილმა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ, ბუნებრივია, გვაქვს სერიოზული კითხვის ნიშნები, რატომ ჩაწერეს მათ ეს ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რა იყო ამ ღალატის მიზეზი. ასეც და ისეც ეს ბუნებრივია არის ღალატი",- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კობახიძე აცხადებს, რომ გადასხმებზე უარის თქმით, რომელთაც საკვები უნდა ჩანაცვლებულიყო, გამოჩნდა, რომ ადამიანის თვითმიზანია წონაში კლება და ამგვარად ციხისთვის თავის დაღწევა.

"ისეთ გადასხმებზე ამბობდა სააკაშვილი უარს დიდი ხნის განმავლობაში, რომელიც ითვალისწინებდა საკვების ჩანაცვლებას. ასეთ დროს პირდაპირ შავით თეთრზე ჩანს, რომ ამ ადამიანის თვითმიზანია წონაში კლება იმისთვის, რომ ამით რაღაცნაირად ციხიდან თავის დახსნა უზრუნველყოს. რა თქმა უნდა, თვითდაზიანება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება მისი გათავისუფლების საფუძველი. აქედან გამომდინარე, სხვანაირი პოზიცია ვერ ექნებოდა ვერეც ერთ სამართალდამცავ უწყებას",- განაცხადა კობახიძემ.

დღის გადაცემები