28.11.2024 | 17:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: "მათი განზრახვაა პოლარიზაცია გააღრმაონ, რათა შექმნან საფუძველი არეულობისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების ცვლილებისთვის და საბოლო ჯამში ქვეყნის ომამდე მიყვანისთვის"

ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების მთავარი დეკლარირებული ამოცანაც იყო პოლარიზაციის შემცირება, თუმცა, იმ დოკუმენტსაც ვიდრე ანულირება მოხდებოდა, ოპოზიცია მთლიანად პოლარიზაციისთვის იყენებდა.

"ამ შემთხვევაშიც ევროპული კომისიის დასკვნას მთლიანად პოლარიზაციისთვის იყენებს რადიკალური პოზიცია, რასაც ჩვენ ველოდით. ჩვენ გვქონდა პროგნოზები ამასთან დაკავშირებით, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. თავიდანვე მარტივი სცენარი იყო მოაზრებული. მათ ჰქონდათ გათვლა, რომ ორი ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, საქართველო არა. ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო არეულობის სცენარი რისი პირველი მცდელობაც იქნება დღეს, დღევანდელ აქციაზე და ამის საბოლოო წერტილი არის რა თქმა უნდა ომი, რასაც ისინი ნატრულობენ საქართველოში, თუმცა, ვერც არეულობის სცენარი და ვერც ომის სცენარი ვერ იქნება წარმატებული, ამაზე ჩვენ ვაგებთ პასუხს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მთავარია, მუდმივად მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვაკეთებთ პოლარიზაციის შესამცირებლად.

"ამისთვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდება. მათ შორის, დავიწყებთ იმ პუნქტების შესრულებას, რომლებიც არის ჩამოთვლილი ევროკომისიის დოკუმენტში და ასევე მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებს ოპოზიცია პოლარიზაციის შემდგომი გაღრმავებისთვის. დღევანდელი აქციაც იქნება ამის ნათელი მაგალითი.

გარდა ამისა, რიტორიკა. რიტორიკა არის ის, რაც არის სრული ლუსტრაცია იმისა, თუ როგორია ოპოზიციის განზრახვა. მათი განზრახვა არის პოლარიზაცია გააღრმაონ, რათა შექმნან საფუძველი არეულობისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების ცვლილებისთვის და საბოლო ჯამში ქვეყნის ომამდე მიყვანისთვის, თუმცა რა თქმა უნდა, ეს სცენარი წარუმატებლობისთვის არის განწირული", - განაცხადა კობახიძემ

 

დღის გადაცემები