დღის სიახლეები
ირაკლი კობახიძე: "სალომე ზურაბიშვილი თუ შეიწყალებს ნიკა გვარამიას, ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან"
საქართველოს პრეზიდენტი თუ შეიწყალებს ნიკა გვარამიას, ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
"გახსოვთ, როგორ შეურაცხყოფას აყენებდა იგივე სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამია, როგორი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა. ეს იყო არა მარტო პირადად სალომე ზურაბიშვილის, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა. ასეთ პირობებში პრეზიდენტი თუ შეიწყალებს გვარამიას, ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, რაც არ მგონია, რომ სწორი იყოს" - განაცხადა კობახიძემ.
სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.
მსგავსი
დღის გადაცემები