24.11.2024 | 21:29
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირაკლი კობახიძე „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

ირაკლი კობახიძე „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელს მიმართავს, წარმოადგინოს ინფორმაცია მათ მიერ გაცხადებულ კიდევ ერთ ხარვეზზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბოდიში მოიხადოს რევოლუციური სცენარის ხელშეწყობისთვის.  მისი თქმით, აუცილებელია ორგანიზაციამ უმოკლეს ვადებში დადოს იმ საარჩევნო უბნების ჩამონათვალი, სადაც მათი მტკიცებით, ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა. ირაკლი კობახიძე სამართლიანი არჩევნების მიერ, რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებას სიცრუეს უწოდებს.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ გაავრცელა სკანდალური განცხადება და აღიარა უხეში ხარვეზი ხმის პარალელურ დათვლაში, ე.წ. PVT-ში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, გუშინ ამ განცხადებას დაემატა ორგანიზაციის ხელმძღვანელის კიდევ უფრო სკანდალური განცხადება იმის შესახებ, რომ მან უხეში ხარვეზის შესახებ ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს ყველაფერი იცოდა.კობახიძემ ასევე განმარტა. რომ ეს შეფასება არის ისეთივე უხეშად მცდარი, როგორიც იყო PVT-ის პირველადი მონაცემები.

დღის გადაცემები