27.11.2024 | 16:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირაკლი პეტრიაშვილი - "საქსტატმა" რეალობა რომ გამოიანგარიშოს, რამდენ ადამიანს აქვს საშუალო ხელფასი, კატასტროფა გვექნება, რადგან 130 ათას ადამიანს საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი აქვს

"საქსტატმა" რეალობა რომ გამოიანგარიშოს, რამდენ ადამიანს აქვს თუნდაც საშუალო ხელფასი, ჩვენ გვექნება სრული კატასტროფა, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც 130 ათას ადამიანს ხელფასი "საქსტატის“ მიერ გამოანგარიშებულ საარსებო მინიმუმზე ნაკლები აქვს, - ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა.

მან განმარტა, რატომ არის ქვეყანაში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1 304.5 ლარი.

"საქსტატი“ რა მონაცემსაც დებს ციფრთან დაკავშირებით რეალურია და საშუალოდ ასე გამოდის, მაგრამ აქ ძაღლის თავი აბსოლუტურად სხვაგან არის დამარხული. მაგალითისთვის გეტყვით, ევროპაში ტოპმენეჯმენტსა და დასაქმებულებს შორის ხელფასებს შორის სხვაობის სტანდარტი არის არაუმეტეს 1/15-თან ანუ, თქვენ, დასაქმებულს თუ გაქვთ ერთი ლარი, მე, როგორც თქვენს მენეჯერს, შეიძლება 15 ლარი მქონდეს და არა 21 ან 32 ლარი. ამერიკაში ეს არის არა უმეტეს 1/25-თან. საქართველოში ამ უმსგავსობის პალიტრა, ტოპმენეჯმენტსა და მუშა კაცს შორის ხელფასი არის 1/60-თან, 1/50-თან, 1/95-თან და ა.შ. ამ შემთხვევაში ბუნებრივია, საშუალო არითმეტიკულს როცა გამოიყვან, ის ციფრი კი მეტ-ნაკლებად თავმოყვარედ და მომხიბვლელად გამოიყურება, როგორც ახლა „საქსტატის“ შემთხვევაში, მაგრამ "საქსტატმა", რეალობა რომ გამოიანგარიშოს, რამდენ ადამიანს აქვს თუნდაც საშუალო ხელფასი, ჩვენ გვექნება სრული კატასტროფა, იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც 130 ათას ადამიანს ხელფასი „საქსტატის“ მიერ გამოანგარიშებულ საარსებო მინიმუმზე ნაკლები აქვს. საარსებო მინიმუმი არის 201 თუ 203 ლარი.

ეს საშუალო ხელფასის ციფრი - 1 304 ლარი, რაც "საქსტატმა" გამოიანგარიშა, არის უბრალოდ ის, რომ ტოპმენეჯმენტში თუ ვიღაცას ხელფასი 60 000 ლარი აქვს, იმის მუშებს შეიძლება, 400-450-500 ლარი ჰქონდეთ და ამის საშუალო კი კარგი ციფრი გამოდის. 60 000-ისა და დავუშვათ, 500-ის შეფარდება ერთმანეთთან ლამაზი ციფრი გამოდის, მაგრამ რეალობისგან და იმ ყოფისგან, რა ყოფაშიც დასაქმებული ადამიანები იმყოფებიან, კარდინალურად განსხვავდება," - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

დღის გადაცემები