28.11.2024 | 16:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირაკლი ქადაგიშვილი: "არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება უნდა იყოს უფრო ღია და გამჭვირვალე - ვხედავთ, რომ ისინი პირდაპირ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენება"

ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მისი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის - კარგი იქნება, თუ არასამთავრობო ორგანიზაციათა წრეში, სხვა არასამთავრობოებსაც ექნებათ საშუალება, საერთაშორისო გრანტები მოიპოვონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგაშვილი განაცხადა, რითაც ამერიკის დაფინანსებაზე "ხალხის ძალის" წერილს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორის საქმიანობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა, მიუღებელია, „როცა არასამთავროვო ორგანიზაცია პირდაპირ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენება".

"კარგი იქნება, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება იქნება უფრო ღია და გამჭვირვალე, ნამდვილად საჭიროებს მეტ გამჭვირვალობას და კარგი იქნება, თუ არასამთავრობო ორგანიზაციათა წრეში, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ექნებათ საშუალება, რომ საერთაშორისო გრანტები მოიპოვონ. ზოგადად მიმაჩნია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ის ეხმარება სამოქალაქო საზოგადოებას და ქვეყანას ინსტიტუციონალურ განვითარებაში. ამაში ორი აზრი მე არ გამაჩნია, უბრალოდ, როცა ვხედავთ, რომ არასამთავროვო ორგანიზაცია პირდაპირ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენება, ეს არასამთავრობო ორგანიზაციების ბუნებისთვის მიუღებელია. ზოგადად, ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მისი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

დღის გადაცემები