ირაკლი ღარიბაშვილი მაღალი დონის შეხვედრებს აგრძელებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროდეპუტატ მარინა კალიურანს შეხვდა. მისივე თქმით, საქართველოს მიმართ ინტერესის შესანარჩუნებლად თანამშრომლობის ეფექტურად გაგრძელება შესაძლოა გართულდეს თუ შარლ მიშელის მისია წარმატებული არ იქნება. კალიურანდი აცხადებს, რომ ეს პროცესები ევროკავშირ-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობაზე გავლენას იქონიებს.
ბრიუსელის ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელ სვენ მიკსერსაც შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმებაზე და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, მათ შორის, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შედეგები. შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე დიალოგს.
"თუ საქართველოს სურს ევროკავშირის დახმარების ახალი პაკეტი მიიღოს, ამისთვის პოლიტიკური სტაბილურობაა საჭირო“- ასეთია ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტის გზავნილი ბრიუსელიდან. ვალდის დომბროვსკიმ ასეთი შინაარსის ტექსტი ტვიტერზე ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა. რაც ნიშნავს იმას, რომ თუ საქართელომ პოლიტიკური პკრიზისი ვერ დაძლია, ქვეყანას ევროკავშირთან პრობლემები შეექმნება.