"მინდა ჩემი და მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გამოვხატო უდიდესი მოკრძალება და კიდევ ერთხელ გამოვუცხადო მწუხარება ჩვენი გარდაცვლილი გმირების, სამხედროების და არა მხოლოდ სამხედროების, ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, სამხედროებმა გვაჩვენეს სამაგალითო გმირობა, თავდადება და თავგანწირვა.
"მინდა ჩემი და მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გამოვხატო უდიდესი მოკრძალება და კიდევ ერთხელ გამოვუცხადო მწუხარება ჩვენი გარდაცვლილი გმირების, სამხედროების და არა მხოლოდ სამხედროები, ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს.
ჩვენ უდიდესი ტრაგედია გამოვიარეთ აგვისტოს ომის დღეებში. ძალიან ბევრი თანამოქალაქე დავკარგეთ. ჩვენმა სამხედროებმა გვაჩვენეს სამაგალითო გმირობა, თავდადება, თავგანწირვა. მათ ღირსეულად დაიცვეს ჩვენი სამშობლო, თავი შესწირეს ჩვენს სამშობლოს და ჩვენი ძალიან ბევრი თანამოქალაქე გადაარჩინეს. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. ჩვენს ქვეყანას პირველ რიგში მინდა მშვიდობა ვუსურვო და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.