საქართველოს პრემიერ მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ვლადიმერ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. ის ექპრეზიდენტის ციხის ჰოსპიტალიდან გადაყვანის საკითხსაც შეეხო. სატელეფოონო საუბრისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიხეილ სააკშვილის ქმედებები პროვოკაციად შეაფასა და ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი უწოდა. მისივე თქმით, უკრაინის მოქალაქეების მხრიდან საქართველოს საქმეებში ჩარევა მიუღებელია.
საქართველოს პრემიერმა ზელენსკის ძებნილი სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთა შეახსენა. ვლადიმერ ზელენსკიმ საუბრისას ითხოვა, რომ განიხილონ საკითხი, მისცემენ თუ არა უკრაინელ ექიმებს საშუალებას, შეამოწმონ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რაზეც პრემიერმა განუცხადა, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგობარეობაზე ქართველი პროფეიონალი ექიმები იზრუნებენ.