დღის სიახლეები
ირანი აზერბაიჯანის გავლით ქართველ მძღოლებს სამშობლოში დაბრუნების უფლებას არ აძლევს [ვიდეო]
ტრაილერის ქართველი მძღოლები, უკვე ერთ კვირაზე მეტია ირანსა და აზერბაიჯანს შორის, ნეიტრალურ ტერიტორიაზე იმყოფებიან. მათ მესაზღვრეები არც ირანში შესვლის და არც აზერბაიჯანის გავლით, ქვეყანაში დაბრუნების საშუალებას აძლევენ. საქართველოს მოქალაქეების განმარტებით, ყველა შესაბამისი საბუთი წესრგიში აქვთ და საზღვარზე შეყოვნების მიზეზი გაუგებარია. ისინი დახმარებას ითხოვენ. საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი კომენტარი გაავრცელა, მათი განმარტებით, რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებულია და კავშირზეა, როგორც ავტომანქანების მძღოლებთან, ასევე გადამზიდავ კომპანიებთან და ირანის შესაბამის უწყებებთან.
მსგავსი
დღის გადაცემები