დღის სიახლეები
ირანი უკრაინაში მეომარ მხარეებს იარაღს არ უგზავნის, ომის დასრულება სურს - ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას უარყოფს
მიუხედავად რუსეთთან თანამშრომლობისა თავდაცვითი შესაძლებლობების შესახებ, ირანი პატივს სცემს უკრაინის "ტერიტორიულ მთლიანობას", - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა განაცხადა.
მან, ასევე, უარყო, რომ თეირანმა მოსკოვს უპილოტო თვითმფრინავები მიაწოდა.
"თეირანის პოლიტიკა უკრაინის ომთან დაკავშირებით არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. ირანი არ აგზავნის იარაღს უკრაინაში მეომარი მხარეებისთვის და სურს ომის დასრულება", - განუცხადა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა ჯოზეფ ბორელს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისლამური რესპუბლიკა დიპლომატიური გზით ცდილობს შეაჩეროს საომარი მოქმედებები უკრაინაში და ევროპელებს ურჩევს, ამ საკითხს რეალისტურად შეხედონ.
მსგავსი
03.03.2023 / 11:26
რუსეთში საავიაციო ტექნიკის სავარაუდო გაგზავნისთვის ამერიკის ორი მოქალაქე დააკავეს
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
28.11.2022 / 17:12
რუსეთის დუმის სპიკერი: "აშშ-მა ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომში ჩაითრია"
22.11.2022 / 14:15
თუ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს მიაწვდის, ისრაელი უკრაინას იარაღით დაეხმარება
17.11.2022 / 14:25
იენს სტოლტენბერგი: "უკრაინაში ომი სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება"
დღის გადაცემები