24.11.2024 | 19:45
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ჩავიდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ეწვია, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ლავროვთან შეხვედრის დროს წამოიჭრება, ირანის ბირთვულ პროგრამაზე "ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა” იქნება. რუსეთმა ეფექტური როლი ითამაშა ვენაში, 4+1 ფორმატში გამართული მოლაპარაკებების ახალ რაუნდში, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა. ჩვენი რუსი კოლეგები აგრძელებენ თავიანთი ვალდებულებების შესრულებას მხარეების მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "ტელეგრამის" არხზე დაწერა, რომ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის ვიზიტის დროს, მხარეები განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტს, ასევე რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის ცალკეულ საკითხებს.

დღის გადაცემები