დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი - ადეიშვილის მარჯვენა ხელი გივი მიქანაძე ცდილობს ჩემს დისკრედიტაციას
"ქართული ოცნების" საპარლამენტო სახე - გივი მიქანაძე, ჩვენ რომ სააკაშვილის რეჟიმს ვებრძოდით, ადეიშვილის მარჯვენა ხელი იყო, თბილ კაბინეტში იჯდა, ამართლებდა ადამიანების უკანონო დაპატიმრებებს, თავის ნაცრისფერ კარიერაში ერთხელ ხმა არ ამოუღია არც ქართველი ხალხის ტკივილზე, არც საქართველოსთვის სასიცოცხლო საკითხებზე. ახლა ისევ თბილად ზის (სრულიად დაუმსახურებლად) პარლამენტში და ადეიშვილის პროპაგანდის სტილში ცდილობს ჩემს დისკრედიტაციას - წერს საქართველოს „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.
"ქართული ოცნების" საპარლამენტო სახე - გივი მიქანაძე, ჩვენ რომ სააკაშვილის რეჟიმს ვებრძოდით, ადეიშვილის მარჯვენა ხელი იყო, თბილ კაბინეტში იჯდა, ამართლებდა ადამიანების უკანონო დაპატიმრებებს, მანიფესტაციების დარბევას, თავის ნაცრისფერ კარიერაში ერთხელ ხმა არ ამოუღია არც ქართველი ხალხის ტკივილზე, არც საქართველოსთვის სასიცოცხლო საკითხებზე. არსად... არასდროს არ უბრძოლია, სადაც ქვეყანას სჭირდებოდა და ახლა ისევ თბილად ზის (სრულიად დაუმსახურებლად) პარლამენტში და ადეიშვილის პროპაგანდის სტილში ცდილობს ჩემს დისკრედიტაციას. აი, ეს დარჩა ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნებიდან"- კოლექტიური ადეიშვილები დარჩნენ.
რის წინააღმდეგაც ვიბრძოდით 2012 წლამდე, "ქართული ოცნება" ახლა ყველა იმ მანკიერებას ატარებს და იყენებს. გრცხვენოდეთ!
ნეიტრალიტეტზე ლაპარაკის უფლება და ნეიტრალიტეტის მხარდაჭერის უფლება აქვს არა მარტო ირმა ინაშვილს, არამედ ნებისმიერ მოქალაქეს და ეს არანაირი დანაშაული არ არის.
ველოდები, შემდეგი ვინ იქნება "ქართული ოცნებიდან, ვისაც სახელმწიფო საკუთარი პარტიის საკუთრება ჰგონია და ნებისმიერ სხვას, ნებისმიერ იდეაზე საუბარს უკრძალავს.
მსგავსი
დღის გადაცემები