24.11.2024 | 21:32
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი: "გვაქვს მოქმედების მკაფიო გეგმა და ამ გეგმას საზოგადოებას თებერვლის ბოლომდე გავაცნობთ"
"პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივნის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ვითარება მძიმეა და შეიძლება ნელ-ნელა ისე დამძიმდეს, რომ ბოლოს, საქართველო ყველასაგან მოწყვეტილი და იზოლირებული აღმოჩნდეს. ინაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველომ საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვას, მაგრამ ყველა ხიდი არ უნდა ჩატეხოს და ოქროს შუალედი დაიცვას, ამისათვის კი - გეზი სწორედ ნეიტრალიტეტის შვეიცარულ მოდელზე უნდა აიღოს და ეს მკაფიოდ აუხსნას ევროპას და ამერიკას. ამასთან, ირმა ინაშვილი ამბობს, რომ "პატრიოტთა ალიანსს" მოქმედების მკაფიო გეგმა აქვს, რომელსაც პარტიის ლიდერები საზოგადოებას თებერვლის ბოლომდე გააცნობენ.
"პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივნის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ვითარება მძიმეა და შეიძლება ნელ-ნელა ისე დამძიმდეს, რომ ბოლოს, საქართველო ყველასაგან მოწყვეტილი და იზოლირებული აღმოჩნდეს. ინაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველომ საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვას, მაგრამ ყველა ხიდი არ უნდა ჩატეხოს და ოქროს შუალედი დაიცვას, ამისათვის კი - გეზი სწორედ ნეიტრალიტეტის შვეიცარულ მოდელზე უნდა აიღოს და ეს მკაფიოდ აუხსნას ევროპას და ამერიკას. ამასთან, ირმა ინაშვილი ამბობს, რომ "პატრიოტთა ალიანსს" მოქმედების მკაფიო გეგმა აქვს, რომელსაც პარტიის ლიდერები საზოგადოებას თებერვლის ბოლომდე გააცნობენ.
მეორეს მხრივ, ჩვენ გვაქვს საუდის არაბეთის მაგალითი. ეს ისლამის აკვანია, მენტალობითა და ცხოვრების წესით საუდის არაბეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გადაულახავი ბარიერია. თუმცა, საუდის არაბეთმა განსწავლული ლობიზმით ამერიკას სადამ ჰუსეინი ჩამოაგდებინა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს არც ამერიკა და არც ევროპა საუდის არაბეთისგან არც ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას და არც მუსლიმანური სკოლების დახურვას არ ითხოვს.
დღეს ევროპარლამენტი ჩვენგან სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღებით გვემუქრება და სანქციებზე ლაპარაკობს. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ სააკაშვილის ლობისტებმა ზოგადი განწყობაც შექმნეს და პოლიტიკური წრეებიც, მედიაც და არასამთავრობო სექტორიც დაარწმუნეს, რომ სააკაშვილი თითქოსდა მსხვერპლია, სააკაშვილ-ბოკერიები თითქოსდა ჩაგრულები არიან, მჩაგვრელი კი ივანიშვილია. ხაზს ვუსვამ: სწორედ ივანიშვილი და არა ხელისუფლება ან "ქართული ოცნება".
მსოფლიო დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩაგრავს, ბიძინა ივანიშვილი აწამებს, ბიძინა ივანიშვილი წამლავს და კლავს მიხეილ სააკაშვილს. თანაც, ეს თურმე ივანიშვილის პირადი შურისძიებაა. არადა, ნებისმიერ, მცირედი ჭკუის პატრონსაც კი უნდა ესმოდეს, რომ სააკაშვილის მოწამვლა და მოკვლა არ შედის არც ბიძინა ივანიშვილის და არც ხელისუფლების ინტერესში.
რომ არა კოჰაბიტაცია, რომ არა პარლამენტში ვაშაძეების, ხოშტარიების, ჯაფარიძეების შეთრევა და კიდევ სხვა მრავალი "რომ არა" (მაგალითად, რომ არა მართლმადიდებლური პანსიონატების დახურვა), დღეს ეს ვითარება არ იქნებოდა.
არსებული ვითარება მძიმეა და ძალზედ გონივრული მოქმედებაა საჭირო. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ვითარება შეიძლება ნელ-ნელა დამძიმდეს და ბოლოს, საქართველო ირანის მდგომარეობაში აღმოჩნდეს - ყველასაგან მოწყვეტილი და იზოლირებული. ირანი ტყუილად არ ვახსენე. დღეს სააკაშვილის ლობისტები დასავლეთს სწორედ იმაში არწმუნებენ, რომ საქართველო ირანია, ივანიშვილი კი - აიათოლა ხომეინი.
ნოემბერში მე და დავით თარხან-მოურავს ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ამგვარი მოსაზრების გამჟღერებლებთან ცხარე კამათი გვქონდა. ირანში, საქართველოსგან განსხვავებით, დაახლოებით 90 მილიონი კაცი ცხოვრობს. ირანი რუსეთთანაც მეგობრობს, ჩინეთთანაც და ინდოეთთანაც, მაგრამ სრულ იზოლაციაშია და განვითარების დონით მსოფლიოს სერიოზულად ჩამორჩება. საქართველო მსგავს იზოლაციას ვერ გაუძლებს.სწორედ ამგვარი იზოლაციის დაწესებისთვის იწყებენ ბრძოლას სააკაშვილის ლობისტები და ჩვენ ამას მალე დავინახავთ.
ცხადია, საქართველომ თავისი ინტერესები უნდა დაიცვას, მაგრამ ყველა ხიდი არ უნდა ჩატეხოს, ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ და ოქროს შუალედი უნდა დავიცვათ. ადრეც ვამბობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის შვეიცარიის მოდელი იდეალურია, საქართველომ გეზი სწორედ შვეიცარულ მოდელზე უნდა აიღოს და ეს მკაფიოდ უნდა ავუხსნათ ევროპა-ამერიკას.
დღეს შექმნილ ვითარებაში რადიკალურად განსხვავებული მოქმედებებია საჭირო.
ზედმეტი გაბრაზების გარეშე, ტკბილი სიტყვით, მაგრამ მტკიცედ და ცალსახად უნდა გავაგებინოთ ევროპა-ამერიკას, რომ სააკაშვილი მსხვერპლი არაა, რომ მას არავინ წამლავს და კლავს, რომ სააკაშვილის განაყოფები - ბოკერიები, ვაშაძეები, ხოშტარიები, ჯაფარიძეები და სხვები პოლიტიკური ცილისმწამებლები და შანტაჟისტები არიან და რომ საქართველოს მომავალი შვეიცარული მოდელია.
შეგვიძლია თუ არა, ამ ყველაფერში მკაფიოდ დავარწმუნოთ ევროპაც და ამერიკაც? ცალსახად ვაცხადებ, რომ შეგვიძლია! გვაქვს მოქმედების მკაფიო გეგმა და ამ გეგმას საზოგადოებას თებერვლის ბოლომდე გავაცნობთ. ახლა კი უბრალოდ ვიტყვი, რომ "თავისუფლების მოედანი" კვლავ გაივსება", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
დღის გადაცემები