24.11.2024 | 21:19
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი: "დიდი ტრაგედია ხდება და ამ ტრაგედიის ფონზე ვხედავთ, რომ მსოფლიოშიც იცვლება განწყობა"

"თუ ჩვენ მოვლენებს ავიღებთ და როგორც კინოფილმს, ისე გავშლით, აღმოვაჩენთ ძალიან ახლო პარალელს 2008 წლის აგვისტოს საქართველოსა და დღევანდელ ვითარებას შორის", - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა. მისი თქმით, დღეს უკრაინაში იგივე მოვლენები მიმდინარეობს, რაც 2008 წლის ომის დროს საქართველოში.

"ჩვენ ხშირად მოვლენას ვაფასებთ, როგორც მოვლენას, მაგრამ თუ ჩვენ  მოვლენებს ავიღებთ და როგორც კინოფილმს, ისე გავშლით, აღმოვაჩენთ ძალიან ახლო პარალელს 2008 წლის აგვისტოს საქართველოსა და დღევანდელ ვითარებას შორის. მაშინაც - წაქეზება, "მიდი-მიდის" ძახილი და ბოლოს, გახსოვთ, კონდოლიზა რაისი ამბობდა: "ჩვენ  ვეუბნებოდით სააკაშვილს, ეს არ გინდა, ის არ გინდა, მაგრამ დაიწყო და მაინც მოხდა". ახლაც იგივე ვითარებაა. ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ უკრაინამ, თურმე, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს, მიდის თუ არა ტერიტორიულ დათმობებზე რუსეთთან: "ეს უნდა გადაწყვიტოს უკრაინამ, უკრაინის ხალხმა და ჩვენ მხარს დავუჭერთო ამ განცხადებას". ასევე ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტ ბაიდენის განცხადება, რომ "ჩვენ ვაფრთხილებდით ზელენსკის" და ა.შ. ჩვენ ვხედავთ, ერთი მხრივ, წაქეზებას, "მიდი-მიდის" ძახილს, შეიარაღებას და ა.შ. ახლა კი ჩვენ ვხედავთ, ნატოში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ჯულიანა სმიტი ამბობს, რომ "ვეღარ გავიგეთ, რა უნდა უკრაინას ჩვენგანო. სია იარაღის მიწოდების შესახებ ცვალებადია. ხან ერთი ტიპის იარაღს ითხოვენ, ხან - მეორე ტიპის". ჩანს, რომ დაიღალა, ამას ამბობს, ფაქტობრივად. უკრაინა იშლება თვალსა და ხელს შუა. დიდი ტრაგედია ხდება და ამ ტრაგედიის ფონზე ვხედავთ, რომ მსოფლიოშიც იცვლება განწყობა. ბატონი ბორელის განცხადებაც მოვისმინეთ, რომ ერთ კონტინენტზე უნდა იცხოვრონ რუსეთთან, რომ აუცილებელია დიალოგი. გაწირვა ეს არის ქვეყნის, სხვა რამ კი არა. აი, რაც დღეს უკრაინის მაგალითზე ხდება", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის გადაცემები