ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა განაცხადა. "მთავარი თემა, რის გარშემოც კონსოლიდირებულია, ერთი მხრივ, "ქართული ოცნება" და, მეორე მხრივ, "ნაციონალური მოძრაობა", თორმეტპუნქტიანი დოკუმენტის განხილვაა. ეს თორმეტი პუნქტი, რომელიც ახლა განიხილება, საზოგადოების გადასახედიდან თუ შევხედავთ, ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობისთვის გაუგებარია, თუ რაზე მიდის მსჯელობა და რას განიხილავენ. რა თქმა უნდა, არის ოცდაათამდე ადამიანი, რომელსაც ეს საკითხები ესმის და სიღრმისეულად არის გარკვეული, მაგრამ მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მოწყვეტილია ამ განხილვების პროცესს, მოწყვეტილია თვითონ შინაარს ამ თორმეტპუნქტიანი დოკუმენტისა და საზოგადოება არ არის არანაირად ჩართული ამის განხილვაში. რა არის ეს რეალურად? რას განვიხილავთ? რამდენად სასარგებლოა ჩვენი ქვეყნისთვის? ასევე მიდის მთავარი პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით მსჯელობა. ეს საკითხიც საზოგადოების გადასახედიდან როგორ არის შეფასებული? არის თუ არა მისაღები და პრიორიტეტული ჩვენი საზოგადოების უმრავლესობისთვის? ჩვენ ვხედავთ, რომ "ქართული ოცნება" ალეკო ელისაშვილთან ერთად ზის და განიხილავს ამ თორმეტ პუნქტს. მეორე მხრივ, "ნაციონალური მოძრაობის" ორბიტა განიხილავს. მათ ამ თემასთან დაკავშირებით რაღაც დამოუკიდებელი სადისკუსიო კლუბი შექმნეს. ხალხს რა აქედან? სად არის ინფორმაცია? კომენტარების დონეზე იგებს საზოგადოება, რაზე მიდის საუბარი. არადა ეს ყველაფერი, ეს თორმეტივე პუნქტი, რაც იქ არის გაწერილი, ჩვენი სახელმწიფოებრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ევროკავშირში კანდიდატად აღიარების საკითხი. საზოგადოებაში მთავარი დისკუსია მიდის იმაზე, თუ როგორი ევროპა გვინდა ჩვენ და რა ტიპის ევროპაში მივდივართ. მე ვფიქრობ, ამ ნაწილში ჩვენს მოსახლეობას ხელისუფლების მხრიდან ყურადღება აკლია. არ არის გამოყენებული საზოგადოებრივი მაუწყებლის პლატფორმა, არ არის გამოყენებული საპარლამენტო სივრცე, რომ ამ საკითხებზე საჯარო მსჯელობა იყოს", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი: "თორმეტი პუნქტი, რომელიც ახლა განიხილება, საზოგადოების გადასახედიდან თუ შევხედავთ, ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობისთვის გაუგებარია"
მსგავსი
დღის გადაცემები