24.11.2024 | 21:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი - ისეთ პროვოკაციულ განცხადებებს ნუ აკეთებთ, რომ ჩვენც ომის ქარცეცხლში გავეხვეთ

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ყოველთვის იცავდა ნაცმოძრაობას და რეალურად მათი მეგობარია, მე უკრაინელები მიყვარს, დედა მყავს უკრაინელი. კვლავ ვამბობ: ომიც ცუდია და ბომბებიც და მე თითოეული ადამიანის სიკვდილს განვიცდი. ესაა მეგობრის მხარდაჭერა და ამას არაფერი კავშირი არა აქვს ნატოს ქება-დიდებასთან- წერს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში. 

„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ყოველთვის იცავდა ნაცმოძრაობას და რეალურად მათი მეგობარია, მე უკრაინელები მიყვარს, დედა მყავს უკრაინელი. კვლავ ვამბობ: ომიც ცუდია და ბომბებიც და მე თითოეული ადამიანის სიკვდილს განვიცდი. მწუხარების დადასტურება აუცილებელია. განსაცდელში ნუგეშის სიტყვები აუცილებელია. ესაა მეგობრის მხარდაჭერა და ამას არაფერი კავშირი არა აქვს ნატოს ქება- დიდებასთან. შვილმკვდარ დედას როგორ ანუგეშებთ ნატოს ქება- დიდების სიტყვებით?! ვინც მთლად ბრიყვი არაა, იმას ვუხსნი ამას. როცა ვამბობ: დუმილი სჯობს, იმას კი არ ვამბობ, რომ არ უთანაგრძნო და არ წუხდე, იმას გეუბნებით: ნატოს ქება- დიდებას თავი დაანებეთ და ისეთ პროვოკაციულ განცხადებებს ნუ აკეთებთ, რომ ჩვენც ომის ქარცეცხლში გავეხვეთ და ჩვენს შვილებსაც რაიმე დაემუქროს. ისევ ვამბობ: ახლა მოღალატე და ქვეყნის მტერი ისაა, ვინც "ნატო"-"ნატო"-ს ძახილით საკუთარ ქვეყანას წირავს“ -აღნიშნავს ინაშვილი. 

დღის გადაცემები