დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი - ნატოს კარიც ღიაა და ევროკავშირის კარიც ღიაა, მაგრამ ჩვენ ამ კარში ვერ შევდივართ
ვერსალში ევროკავშირის სამიტმა დაჩქარებულ გაწევრიანებაზე საქართველოსაც, უკრაინასაც და მოლდოვასაც უარი უთხრა! აი, ამ სისულელესა და ტყუილში ცხოვრება ოდესმე ხომ უნდა დამთავრდეს?!- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი ვერსალში, ევრიკავშირის სამიტზე გაკეთებულ განცხადებებს.
„ვერსალში ევროკავშირის სამიტმა დაჩქარებულ გაწევრიანებაზე საქართველოსაც, უკრაინასაც და მოლდოვასაც უარი უთხრა! აი, ამ სისულელესა და ტყუილში ცხოვრება ოდესმე ხომ უნდა დამთავრდეს?!
ჩვენ სულ ვამბობდით, რომ ტყუილსა და თვალთმაქცობას საზღვარი არა აქვს! რომ საქართველოც, უკრაინაც და ბევრი სხვაც... საჭადრაკო ფიგურებადაა მოაზრებული ერთმანეთთან მოჭიდავე იმპერიებისთვის.
არა, ნატოს კარიც ღიაა და ევროკავშირის კარიც ღიაა, მაგრამ ჩვენ ამ კარში ვერ შევდივართ,“ - აცხადებს ირმა ინაშვილი.
ცნობისათვის, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ, სამიტზე, ამგვარი პოზიცია დააფიქსირა: "ნურავის შეეპარება ეჭვი, რომ ნიდერლანდები და უკრაინა მხარდამხარ დგანან, მაგრამ ისეთი რამ, როგორიცაა ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება, არ არსებობს!"
მსგავსი
დღის გადაცემები