24.11.2024 | 21:18
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი - ომი არ გვინდა, მშვიდობა გვინდა, მტრობა არ გვინდა, ნეიტრალიტეტი გვინდა!
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი რუსეთში ვიზიტის გამო, პარტიის მისამართით გამოთქმულ შეფასებებს ეხმაურება.
გუშინ არა ერთი კომენტატორის "შეფასებებს" მოვუსმინე. ყველაზე მეტად რომან გოცირიძე დამამახსოვრდა. აი, ის რომან გოცირიძე, რომელიც არც სოხუმს იცავდა, არც ცხინვალს... ახლა კი, უკრაინის დამცველად გვევლინება. სინამდვილეში, უბრალოდ ლაყბობს, არაფრის დამცველია, პირველი ეგ გაიქცევა და ბევრია მისი მსგავსი.
უკრაინაში მსხვერპლია, ნგრევა. ეს დიდი ტრაგედია და ტკივილია. ჩემთვის პირადი ტკივილიცაა, ვინაიდან ნათესავები მყავს უკრაინაში. მარტინენკოებიც და ინაშვილებიც. ჩემი ნათესავი მარტინენკო- 23 და ჩემი ნათესავი ინაშვილი- 11.
არ აკვირდებით, აქამდე ძირითადად სახმელეთო ბრძოლები იყო. Ახლა თვითმფრინავებს ვხედავთ. დღეს სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ანუ მსხვერპლი სერიოზულად გაიზრდება. მე ამას განვიცდი და ეს მაშინებს. მინდა, საქართველო გადარჩეს!
ორი თვის წინ ვამბობდით, რომ ომი დაიწყება, არავის არ სჯეროდა. ვამბობდით: ნეიტრალიტეტზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ გადავრჩეთ, უკვე დღეს ზელენსკი იხვეწება ნეიტრალიტეტს.
ახლა ვამბობ: უბედურება დატრიალდება, დაბომბვა, მსხვერპლი... მოსალოდნელია, რომ ომი პოლონეთში ან ბალტიისპირეთშიც გავრცელდეს და ჩვენ, ვიმეორებ, უნდა გადავრჩეთ.
ახლა რომ ბევრი, ვითომ დამცველი გამოუჩნდა უკრაინას, ყველა გაიქცევა და ჩვენ შევრჩებით. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი სამშობლო საქართველოა და არა უკრაინა და ჩვენ ომს უნდა ავცდეთ, რომელიც კარს მოგვადგა. კანცლერი შოლცი რუსებთან მუდმივად ლაპარაკობს და ეს ღალატი არ არის. მაკრონიც ლაპარაკობს და არც ესაა ღალატი. ზელენსკი ნეიტრალიტეტსაც იხვეწება და პუტინთან შეხვედრასაც და მოღალატე არ არის. ჩვენ რუს დეპუტატებს ვუთხარით, - ომი არ გვინდა, მშვიდობა გვინდა, მტრობა არ გვინდა, ნეიტრალიტეტი გვინდა და ეს ყოფილა ღალატი! ვის ან რას ვღალატობთ. უკრაინას ვღალატობთ? ვიმეორებ: შოლცი, მაკრონი, თვითონ ზელენსკი, ერდოღანი, სხვები ამ წუთებშიც ლაპარაკობენ რუსეთთან. მათთვის ეს შეიძლება. ჩვენთვის- არა?! მეტს გეტყვით, სააკაშვილმა ნეიტრალიტეტზე რომ დაიწყო ლაპარაკი, გმირად გამოაცხადეს. სააკაშვილი და კალაძე რომ ჩავიდნენ მოსკოვში და თქვან: მშვიდობა გვინდა, ტვ პირველიც და "იმედიც" გმირებად გამოაცხადებენ. ჩვენ კი, უბრალოდ გვლანძღავენ. რატომ? იმიტომ, რომ საზოგადოება უნდა დააბნიონ, შეაშინონ, საღი აზრი მოსპონ, საყოველთაო ფსიქოზი უნდა გამოიწვიონ და ამ ფსიქოლოგიური ტერორის პირობებში სააკაშვილს სახელმწიფო გადატრიალება უნდა, ზელენსკის კი- საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ამიტომაც ლაპარაკობს, რომ საქართველოდან რუსეთში ვითომ იარაღი შედის. ეს ყველაფერი უნდა გავიაზროთ, რომ ომს ავცდეთ. თორემ ესენი ისევ გაიქცევიან. ჩვენ კი, ისევ აქ დავრჩებით.
აქ დავრჩებით და ჩვენს სამშობლოს დავიცავთ, რაც ბევრჯერ გაგვიკეთებია და კიდევ გავაკეთებთ,“- წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი. 
დღის გადაცემები