"ხელისუფლება ორიენტირებულია შეინარჩუნოს ძალაუფლება და მართვის სადავეები"- ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა, გადაცემა "სტუდია #8"-ში ისაუბრა. ირმა ინაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც შეეხო და განმარტა, თუ როგორ მივიდა ქვეყანა აქამდე.
მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ ქვეყანა მოჯადოუებულ წრეზე ტრიალებს და საზოგადოება ყოველდღიურად "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ სპექტაკლს ხედავს, რაც უახლოეს მომავალში აუცილებლად უნდა დასრულდეს.
პარტიის გენერალურმა მდივანმა საზოგადოებას სამომავლო გეგმების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, ისევ იქნება ბრძოლა, ძალების გაერთიანება, მოწოდება მხარდამჭერების მიმართ, საპროტესტო აქციების უწყვეტი ტალღა, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს, ორი პარტიის პოლიტიკური სპექტაკლი.
ირმა ინაშვილის განცხადებით, "პატრიოტთა ალიანსი" უახლოეს მომავალში საზოგადოების დიდ ნაწილს გააერთიანებს.